რუისპირის საჯარო სკოლა, კოვიდინფიცირების შემთხვევის გამო, ისევ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისპირის საჯარო სკოლა 2 დღით, ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სასწავლო პროცესის შეჩერება,
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე დამლაგებლის კოციდინფიცირებას უკავშირდება, რომელსაც პსრ ტესტის საფუძველზე კოვიდ-19 დაუდგინდა.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლაში ამ ეტაპზე დეზინფექცია ტარდება.
“სკოლის დროებით შეჩერება, დამლაგებელზე, კოვიდ 19- ის დადასტურება გახდა, რის გამოც დაწესებულებაში დეზინფექცია ტარდება და 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ”,- განაცხადა ლევან მრელაშვილმა.
რაც შეეხება, დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირებს, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.