“6 დაშავებულიდან ქირურგიული ჩარევა ერთს დასჭირდა” – როგორია თელავი-ყვარლის გზაზე ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა

თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას
დაშავებული ექვსივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა.

ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, კლინიკაში სხეულის დაზიანებებით 6 პირი შეიყვანეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანი.

“სხეულის დაზიანებებით 6 მგზავრი შემოიყვანეს. ქირურგიული ჩარევა 1 პირს დასჭირდა, რაც შეეხება დანარჩენ 5 მგზავრს, Მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და თავს კარგად გრძნობენ”, – აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, ცოტა ხნის თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

შემთხვევაზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები