თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას დაშავებულ მგზავრებს შორის მცირეწლოვნებიც არიან

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები