ლაგოდეხში სავალდებულო ტესტირება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და თანამშრომლების მასიური ტესტირება დაიწყო.
როგორც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. PCR კვლევასა და ანტიგენის ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ, 28 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და თანამშრომელებს ჩაუტარდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ტესტირება ეტაპობრივად სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს – სამედიცინო პესრონალს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს, საბავშვო ბაღისა და დღის ცენტრის, აგრარული ბაზრისა და მაღაზიის, სამარშუტო და კერძო ტაქსის მძღოლებსა და სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს.
ტესტირებას მუნიციპალიტეტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ექიმი – ეპიდემიოლოგები განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები