ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კარანტინშია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კარანტინშია. როგორც ,,რეგიონული კვირისთვის“ ხდება ცნობილი, მის პირად მძღოლს კორონავირუსი გუშინ დაუდასტრუდა. სწორედ ამ მიზეზით არ ესწრებოდა მეუფე გრიგოლი დღეს სინოდის სხდომას.

გუშინ გვიან ღამე იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სინოდის სხდომას ესწრებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, ამის შემდეგ მიეცათ მათ საშუალება დასწრებოდნენ სხდომას.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებს ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციასა და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები