“სინოდმა დაადგინა, რომ დავით გარეჯთან საზღვარი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული რუკის მიხედვით”

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ დავით გარეჯთან საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული 200-ათასიანი რუკების მიხედვით. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დაახლოებით ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკლესიის მრევლს აღელვებთ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო დავით გარეჯის საკითხი, რომლის თაობაზეც ჩვენ მოხსენება გვქონდა.

მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ დავით გარეჯი საქართველოა. თვითონ ქართულ, თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრებისა და საქართველოს ქრისტიანული ქართული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა ამის თაობაზე იმსჯელა და აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200-ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ასევე ითქვა, რომ რადგან თემა ყველას აინტერესებს, სინოდმა მიიღო გადაწყევტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებით ახსნისთვის“, – განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები