თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერიაში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. განიხილეს სამომავლო გეგმებიც, რომელიც პანდემიის მიუხედავად მოსახლეობის ინტერესებიდან გამომიდნარე აუცილებელია დროულად და ვადების სრული დაცვით განხორციელდეს.
თათბირზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გრძელდება საჭიროების მქონე ოჯახების სასურსათო კალათებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ფერმერთა მხარდაჭრის მიზნით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება უფასო ხვნა-თესვის პროგრამა.
მიმდინარე წელს, ხულოს მერია აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელთან შედარებით 1 მილიონი ლარით მეტს მიიღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის და ჯამში 4 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.