პროექტების პრიორიტეტებს მოსახლეობა თავად განსაზღვრავს-შეხვედრა ამბროლაურის მერიაში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა- ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით,
შეხვედრის ძირითად მიზანს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 22 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს“, -განაცხადა შეხვედრაზე ზვიად მხეიძემ. მანვე აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
ცნობისთვის-2020 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 700 000-მდე ლარის ღირებულების 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. რომლის ფარგლებში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები მოეწყო..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები