ქობულეთში 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის გამო დაკავებულის დედა: ოჯახში ძალადობდნენ მასზე, ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული

23 წლის მამაკაცის ოჯახი, რომელიც პოლიციამ 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დააკავა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უდანაშაულოა. დაკავებულის დედა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისი შვილს არასრულწლოვანზე არ უძალადია. მისი თქმით, გარდაცვლილ გოგონაზე მისი ოჯახი ძალადობდა, რის გამოც გოგონამ თავი მოიკლა.
„ბაბუა სისტემატურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს, მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველეო, გადამიყვანე მეგობართანო. არ ვიცი, ეს საქმე ჩაწყობილი იყო თუ რა იყო, არაფერი არ მომხდარა ძალადობა. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული“, – აცხადებს 23 წლის ახალგაზრდას დედა.
დაკავებულის ადვოკატის ირაკლი შავაძის განცხადებით კი გოგონას ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი და მედიას მოუწოდებს, დაინტერესდნენ, რატომ წავიდა გოგონას დედა სახლიდან.
„გასარკვევია, ეს ბავშვი სინამდვილეში ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი, რაც არის სრული აბსურდი. დაინტერესდით და გაარკვიეთ, რატომ წავიდა ამ ბავშვის დედა სახლიდან? ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში ძალადობას? ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, მანამდეც და მის შემდეგაც. ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის ახლობლებმა. ბევრ რამეზე არ მინდა ახლა საუბარი. ფაქტი ისაა, რომ ბავშვი იყო ოჯახში ზეწოლის და ძალადობის მსხვერპლი“, – ამბობს ირაკლი შავაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები