სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებული 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 617-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 10 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
1 ასპინძა,
5 ახალციხე, 4 ბორჯომი.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 35 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 289 პირი:
ადიგენში- 195 პირი;
ასპინძა – 9 პირი;
ახალციხე – 13 პირი;
ახალქალაქი – 4 პირი და
ბორჯომის – 68 პირი.

გიორგი მიქელაძის განმარტებით, მკურნალობის კურსს კოვიდ კლინიკაში 49 პაციენტი გადის.

“კვლევაში გვრჩება 154 ნიმუში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 1 ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70 წლის მამაკაცი.
სულ გარდაცვლილთა რაოდენობაა 45”,-განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” გიორგი მიქელაძემ.

ცნობისთვის, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 32 პირი გამოჯანმრთელდა.
მათ საერთო რაოდენობამ კი 4 472-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები