ხმაური „სილქნეტის“ ბათუმის ოფისთან – აბონენტებმა ტარიფის თვითნებურად გაზრდა გააპროტესტეს
,,სილქნეთის” ბათუმის ფილიალთან ხმაური იყო. აბონენტები კომპანიის ხელმძღვანელობას ტელევიზიისა და ინტერნეტის საფასურის თვითნებურ გაზრდაში ადანაშაულებდნენ.
“ყოველთვიურად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა გვიწევს. ცხელ ხაზზე ვრეკავთ და არ პასუხობენ. იძულებულები ვართ კომანია შევიცვალოთ და სხვა კომპანიის მომხმარებლები გავხდეთ”,- განაცხადეს შეკრებილებმა.
კომპანიაში კი ამბობენ რომ დამატებული აქვთ ფასიანი პაკეტების გადასახადი, რომლის გააქტიურების შესახებაც სმს შეტყობინებები ეგზავნებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ სურთ დამატებითი არხებისთვის დამატებით თანხის გადახდა, კომპანიას განცხადებით უნდა მიმართონ ან ცხელ ხაზზე დარეკონ.
შეკრებილების თქმით, პრობლემა ორ თვეზე მეტია არსებობს.