ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბათუმში დაიღუპა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბათუმში მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამაახური ავრცელებს.
,,სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”,- ნათქვამია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.