თელავში ჭადრაკის სახლის რეაბილიტაციაზე 300 000 ლარი დაიხარჯება
თელავში ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა შენობის გადახურვის სამუშაოები, დაგეგმილია ასევე შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაცია.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კოლხა 2014,, ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 296 254 ლარით ფინანსდება.
ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.