სასმელი წყლის სისტემა, სანიაღვრეები და სარწყავი არხები- ადიგენში 67 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
2020 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის 67 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციი, მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და შიდა გზების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.