გურჯაანის მერი: სოფელ კოლაგში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტული საკითხია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოლაგში გაიმართა.

სოფლის საერთო კრებაზე, კოლაგელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სავარგულებისკენ მისასვლელი გზის მოხრეშვა გადაწყვიტეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მიმდინარე წელს, სოფელ კოლაგისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობასთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები