ბათუმის ბაღები პირველ მარტს სააღმზრდელო პროცესს ახალი სამოქმედო გეგმით განაახლებენ
ბათუმის ბაღები პირველ მარტს სააღმზრდელო პროცესს ახალი სამოქმედო გეგმით განაახლებენ.
ბათუმის ბაღების გაერთიანების ინიციატივით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო საგანმანათლებლო მიმართულებით განახლდება აღმზრდელ პედაგოგთა საქმიანობის წარმართვის ერთიანი მეთოდოლოგია. ასევე შშმ ბავშვებისათვის ფსიქოლოგები აღზრდა-განათლების ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებენ. ლოგოპედებს კი ჯგუფებისა და ინდივიდუალური მუშაობისათვის გრძელვადიანი გეგმის შედგენა დაევალებათ.
ახალი გეგმის მიხედვით შეიქმნება ლოჯისტიკის სამსახურიც.
ცნობისთვის ბაღების გახსნა საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტისთვის არის დაანონსებული.