უფასო ტესტირება გურჯაანში – კოვიდ-19-ზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფრანგული სამედიცინო ცენტრის “კახეთი-იონის” ინიციატივით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კოვიდ-19-ის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.

“კახეთი-იონის” თანამშრომლები, უფასო ტესტირებას სოფლის ამბულატორიებში სწრაფი ტესტების საშუალებით ახორციელებენ.

დღეს, მოსახლეობის ტესტირება კორონავირუსზე კოლაგისა და ბაკურციხის ამბულატორიებში ჩატარდა.

ამ დროისთვის, ვირუსის უფასო ტესტირება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 15-ზე მეტ სოფელში განხოდციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები