ახალციხეში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის შედეგად საგამოფენო დარბაზი მოეწყობა
ქალაქ ახალციხეში სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტის ფარგლებში საკლასო-სამუშაო ოთახებთან ერთად, მოეწყობა საგამოფენო დარბაზიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში შეძლებენ სწავლას.
ცნობისთვის, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.