კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 113 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 448 იმერეთში.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან იმერეთში – 17.
290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 11 – იმერეთში.
2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები