რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინფიცირების ერთი შემთხვევა ლენტეხს უკავშირდება

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 21 890 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 557 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.54% შეადგინა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით 557 შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევაა.
„რეგიონული კვირა“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ონში, ამბროლაურსა და ცაგერში არცერთი დადასტურებული შემთხვევაა, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული ერთი ფაქტი ლენტეხს უკავშირდება. ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი განმარტავს, რომ მაშ შემდეგ, რაც ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგის დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება და სკოლის ყველა თანამშრომელს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა.

„ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი და ტექნიკური მუშაკი გაიტესტა,58 ტესტი გაკეთდა და საბედნიეროდ არცერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს,შესაბამისად, სკოლა სწავლებას სასკოლო სივრცეში გააგრძელებს, რაც შეეხება ერთ დაინფიცირებულს, ის ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია და კონტაქტების კვლევა უკვე დაწყებულია“,-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა განაცხადეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 60-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები