აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც აჭარის საზოგადიებრივი ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ დროისთვის 160 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 47 მძიმე პაციენტი. 7 მათგანი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კლინიკურ-სასტუმროში 128 მოქალაქეა მოთავსებული. ​საკარანტინე სივრცეებში კი 386 ადამიანი იმყოფება.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში ქვეყნის მასშტაბით, 12 886 ადამიანია, მათ შორის თბილისში – 7 456 აჭარაში კი 684.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები