სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 72 პირი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 72-მა პაციენტმა დაამარცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 47 კოვიდპაციენტი;
სენამედის კლინიკაში – 36, მათ შორის  3 მძიმე პაციენტია;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 40 პირი, მათ შორის მძიმეა 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 პაციენტი მკურნალობს;
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 12;
სენაკი ლაზიკა მედში კი  27 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 71 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები