კოვოდინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან 33 კახეთში გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან 33 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 63, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი -24, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო გარდაიცვალა 10 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები