სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმავიას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. პოლიციის პოლკოვნიკი გალდავა კი აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები