ქობულეთში, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რამდენიმე თვის წინ გააუპატიურეს, რის გამოც 23 წლის მამაკაცია დაკავებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.