„ჩვენ მეტ ჩართულობას ვთავაზობთ მოსახლეობას” – შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში
ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტ “ საჯარო რეფორმის მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ანჟელა ჩიხლაძე, პროექტის ასისტენტი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ცაგერში „მეწარმე ქალთა ფონდი“, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი“სოხუმი“ და მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ მეორე წელია ერთობლივად ანხორციელებენ. პროექტი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების გაძლიერებას ითვალისწინებს და ხელს უწყობს მოსახლეობის ჩართულობას ელექტრონული სერვისების გამოყენების მიმართულებით-„ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ცაგერის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო და ადგილობრივი თვითმმართველობის სექტორთან, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, მონიტორინგის მესამე ეტაპს ვიწყებთ და ადგილობრივი ხელისუფლება სრულ მზაობას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის, რათა ეფექტურად განხორციელდეს საჯარო მოხელის რეფორმის ყველა ის საკითხი, რომელსაც ჩარჩო ხელშეკრულება ითვალისწინებს“-განაცხადა პროექტის ასისტენტმა. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შეხვედრაში მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხეცურიანი და მოადგილე მირზა ქომეთიანი იღებდნენ მონაწილეობას. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებელ პროგრამებსა თუ პროექტებში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას გულისხმობს.
“წინა ორმა წელმა გვაჩვენა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქმიანობები რეფორმის მიხედვით დაიხვეწა, წინ კიდევ ბევრი საქმე რჩება, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ვთავაზობთ მოსახლეობას, თუნდაც იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნები გვიახლოვდება და მათი აზრი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია“,-განაცხადა ზურაბ ხეცურიანმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი ა/სამთავრობო ორგანიზაცია.
“აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ქალთა უფლებებისა და თანასწორობის“ ცენტრი ანხორციელებს.