კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცავალა
კახეთში კოვიდ-19-ს 73 წლის ქალი ემსხვერპლა. პაციენტი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, ვირუსი 51- მა პაციენტმა დაამარცხა, ჯამში კი, რიცხვმა 10 680 შეადგინა.
რამდენიმე თვეში, კახეთში, ვირუსს სულ 109 ადამინი ემსხვერპლა.