პარკის რეაბილიტაცია, ხიდის მშენებლობა-ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
აქტიურ რეჟიმშია ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიგო ფერადი ქვაფენილები, მოეწყო სათამაშო მოედნები. მალე დაიწყება პარკის გამწვანება დეკორატიული მცენარეებით. პარკი იქნება სრულად ადაპდირებული შშმ პირებისათვის.
დასკვნით ეტაპზეა ქვედა აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აქ მცხოვრები ოჯახები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ. საავტომობილო ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.