წყვილთა დახმარების პროგრამა-რას სთავაზობს ამბროლაურის მერია ახლადშექმნილ ოჯახებს
ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულ წყვილთა დასახმარებლად პროგრამა ხორციელდება, რაც ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ითვალისწინებს. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მეუღლეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებულნი და სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000–მდე სარეიტინგო ქულას ფლობდნენ, იმისთვის, რომ ახლად დაქორწინებულებმა აღნიშნული ფინანსური დახმარება მიიღონ, ქორწინება პროგრამის მოქმედების პერიოდში უნდა შედგეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვა ისეთ მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რომლებიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენა მიმართული. სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით ისარგებლონ: მათ შორის- პირველ და მეორე ახალშობილზე მიიღონ – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.