ონში გზის საგლოლო-ღების გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ზამთრის სეზონზე ონის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც საგლოლო – ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მიწის მასა ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა. დილიდანვე საგლოლო- ღების საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე საჭირო ტექნიკა იქნა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად დაიწყო. ამ მომენტისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. მშენებელი კომპანია შპს „ ონიგზა – 99“ გზის სრული რეაბილიტაციისთვის სამუშაოებს აგრძელებს. შემთხვევის ადგილას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი , ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფებოდა. ხელმძღვანელი პირები დაზიანებულ მონაკვეთზე არსებულ ვითარებას  გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები