ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა ენგურის ხიდზე 30 წლის ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ქმედებებისკენ, ვინაიდან ოკუპირებული რეჟიმის მიერ დატყვევებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებოს მოთხოვნით არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმევა. სოლიდარობას ვუცხადებთ ირაკლი ბებუას ოჯახს“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა 30 წლის ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვის გამო დააპატიმრა და მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები