მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფელის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მთისძირში, ბალღოჯიანსა და ახალსოფელში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას განისაზღვრა შემდეგი პრიორიტებები:
საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში ატრაქციონებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა
გარე განათების მოწესრიგება და სკვერის რეაბილიტაცია
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხვალ, 11 თებერვალს შეხვედრები გაიმართება:
ჭიკაანი 12:00 საათი
გავაზი 13:30 საათი
სანავარდო 15:00 საათი