სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები ვარდისუბნისა და კურდღელაურის მცხოვრებლებმაც აირჩიეს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კურდღელაურსა და ვარდისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კურდღელაურში პრიორიტეტულ საკითხად სოფელში შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა, ხოლო ვარდისუბნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაზე დაიხარჯება.