ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ,
მონასტერთან და წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა, აგრეთვე, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

გარდა ამისა, წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი ასფალტბეტონის გზა, წყალამრიდი მილები, მიერთებები, ბორდიურები, კიუვეტები და საყრდენი კედლები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში მომლოცველების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და საცობი იქმნებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამურმა ღირებულებამ 4,7 მილიონი ლარი შეადგინა.

სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის იანვარში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები