“კახა არ იქნება დანაშაულში გარეული, მძიმე დაავადება აქვს”- რას ჰყვება ევროპაში დაკავებული ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტის” ახლობელი

ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 58 კახაბერ ალშიბაია და 43 წლის გიორგი ბიგვავა ზუგდიდელები არიან.

58 წლის კახაბერ ალშიბაია საფრანგეთში დააკავეს. იგი ცნობილია, როგორც ,,კახა ზუგდიდსკი“. მისი დაკავების შესახებ ოჯახმა მედიის საშუალებით შეიტყო.
ე. წ. კანონიერი ქურდის სახლი ზუგდიდში სოხუმის ქუჩაზე მდებარეობს. მას მოხუცი დედა ჰყავს. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, დედას, შვილი 20 წელია არ უნახავს. რაც შეეხება მის ბრალეულობას, ოჯახის ახლობელი ალშიბაიას უდანაშაულოდ თვლის.

,,კახა არანაირად არ იქნება გარეული ამ ამბავში, მას მძიმე დაავადება აქვს, კერძოდ ხერხემლის ძვლის სიმსივნე. ცალი ფეხი აქვს მოკლე და გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. რა ეტყობა ამ სახლს, რომ კახა რამეში იყო გარეული. მოდით სახლში, იატაკიც კი ჩამტვრეულია…ერთი თეთრი არ არის აქ მისი ნაშოვნი, ცხონებულმა იმედიმ მამამისმა დატოვა ყველაფერი. მას 2015 წელს მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა თუმცა ციხეში არ ჩასვეს და პირობითი სასჯელით, ე.წ სამაჯურით გაათავისუფლეს. გუშინ მქონდა მასთან კომუნიკაცია და ის საავადმყოფოში ბიოქიმიის ჩასაატარებლად მიდიოდა,
საკვებისა და სიგარეტის ფულს ოჯახი აქიდან ვუგზავნიდით,- აცხადებს ,,რეგიონულ კვირასთან” ოჯახის ახლობელი მანანა ბაძაღუა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები