სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის მოქალაქეების პროცესის პარალელურად, ბათუმის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქის ვოლოდიმორ დიაჩენკოსა იური ხომიჩის, ასევე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაცვს წევრის მიხეილ ბატურინის პროცესი უნდა გაიმართოს.
აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები დაკავებულთა ახლობლებთან ერთად შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა, გარდა ამისა მათი თქმით, ეს პროცესი ართულებს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.
აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაყვეტილებას დაელოდებიან.