ბოდბისხეველებს ახალი მინი სპორტული მოედანი აქვთ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით და ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყო.
სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია იანვარში დასრულდა.
პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 103 289 ლარი დაიხარჯა.