აჭარაში, სოფელ კირნათში მოსახლეობა ჰესის მშენებელი კომპანიისგან დაპირებული კომპენსაციის მიღებას ითხოვს
აჭარაში, სოფელ კირნათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. მოსახლეობის ნაწილმა მიწების სანაცვლოდ თანხა მიიღო თუმცა, ნაწილი ისევ კომპენსაციის მოლოდინშია.
,,უკვე 2 წელია მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთებიც, ვერანაირი მოსავალი ვერ მოგვყავს. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ მყავრობასა და კომპანიისგან მოგვაქციონ ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვე აში აქციებს განვაგრძნობთ”,- ამბობენ ადგილობრივები