“ეს არის მორიგი ცილისწამება” – ჩხოროწყუს მერი ბრალდებებს პასუხობს
ეს არის მორიგი ცილისწამება და სრული აბსურდი – ასე ეხმაურება ჩხოროწყუს მერი “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების ბრალდებებს სახელმწიფო ტენდერების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით.
დავით გოგუა “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის წინააღმდეგ “ბინძურ კამპანიას” აგორებს და ამის გამო თავად აპირებს სასამართლოს მიმართოს.
“ეს არის მორიგი ცილისწამება, სრული აბსურდია რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მორიგი ბინძური კამპანია.
მოწმენდილი ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. შედარებაც შეუძლებელია ამ ცილისწამებაზე
იქით ვუჩივლებ ამ ბინძური კამპანიის გამო“ – განაცხადა ,,რეგიონულ კვირასთან“ ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
განცხადება ,,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა ალიკა კუპრავამ შეიტანა.