ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პედაგოგთა ტესტირებამ ჩქუმის საჯარო სკოლაში 2 პედაგოგისა და ერთი მოსწავლის კოვიდ-19 დაინფიცირება დაადასტურა, რის გამოც ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით მივიღეთ სასკოლო სივრცეში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება და ჩქუმის სკოლა დროებით, ონლაინ რეჟიმით განაგრძობს პროცესს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის მაცხოვრებელი და ამავე სოფლის სკოლის 2 პედაგოგი და ერთი მოსწავლეა.