კახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
კახეთში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიᲛში მიმდინარეობს.
ამჟამად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ლელიანის და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ლელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი, შვიდი სოფლის მცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სტადიონისა და ამბულატორიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ხოლო ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 5 სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტულ საკითხად, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების მოწყობა დასახელდა.
“აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლელიანისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გავმართე შეხვედრები.
თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი თვითონ განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებას და თვითონ ირჩევს იმ კონკრეტულ პროექტს, რომელიც მათთვის ყველაზე მისაღებია”,- განაცხადა თელავი – ახმეტა – ლაგოდეხი – ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.