ონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გზები თოვლისგან იწმინდება
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სოფლის გზების გაწმენდის საჭიროება უხვად მოსულმა ნალექმა გამოიწვია. სოფელ ცხმორის, ფსორის და ბაჯიხევის საავტომობილო გზები უკვე სრულადაა გასუფთავებული და საჭიროების შემთხვევაში,
გზების წმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება.