78 ახალი კოვიდინფიცირებული – ეპიდვითარება იმერეთში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან 78 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც, 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან იმერეთში – 464.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის იმერეთში – 116.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან 18 იმერეთში.
316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 11 – იმერეთში.
2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები