ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მედალფას კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთ მათგანს ნეკნი აქვს გატეხილი. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.