ქვეყანაში გამოვლენილი 544 ახალი შემთხვევიდან სამეგრელოში 57 დაფიქსირდა-კოვიდსტატისტიკა რეგიონიდან
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 39-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 47 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 30 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 3 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურს გადის – 36 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 5 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 19 პაციენტი
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 15 – პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 25 პაციენტი რჩება.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 52 ადამიანი რჩება.