ჯიხაშკარში სკოლა სრულად რეაბილიტირდება-პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, ავარიულ სკოლაში შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილების და კომუნიკაციების გამართვა და შენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირება მოხდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები