“მამაკაცს დაეჯახა მანქანით და მიიმალა” – ნინოწმინდაში ქვეითს მანქანა დაეჯახა
ნინოწმინდაში ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. როგორც ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირას” უთხრეს, მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
“შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები”,- აცხადებს კლინიკის მენეჯერი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.