“კომენდანტის საათის” მიუხედავად, ზუგდიდში აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მოწყობილ კარავში შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, მათი თანამებრძოლის გელა შედანიას სახლზე სავარაუდო თავდასხმა გააპროტესტეს და მსვლელობით დემონსტრაციულად დაარღვიეს ე.წ. კომენდანტის საათი.

მათ მსვლელობით “ქართული ოცნების” შტაბთან გადაინაცვლეს, სადაც დემონსტრანტებმა შენობის კედელზე  წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ოფისის მიმდებარედ ძებნილი ბადრი ესებუას ფოტოები დატოვეს და  ასფალტზე  საბჭოთა ეპოქის სიმბოლიკები “ნამგალი“ და “ურო“ დაწერეს. რის შემდეგაც  ისინი კვლავ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის აქცია უკვე დაიშალა. სამართალდამცველებს “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები