“Leave you” მსოფლიო ჩარტებში – ქუთაისელ კომპოზიტორს Warner Music Group-მა კონტრაქტი გაუფორმა
ქუთაისელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, ბებური ასათიანმა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს Warner Music Group-თან კონტრაქტი გააფორმა. “Leave You” – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელმაც 2 კვირაში 100 000 მსმენელზე მეტი მოაგროვა Spotify-ზე.
როგორ დაიწყო თანაᲛშრომლობა ქუთაისელ პროდიუსერსა და მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან “რეგიონულ კვირას” ბებური ასათიანმა უამბო.
” შეთავაზება მომივიდა ელექტრონულად, Warner Music Group-ის აღნიშნული ლეიბლიდან. მითხრეს, რომ მოსწონთ ჩემი მუსიკა და მთხოვეს გამეგზავნა მათთვის ახალი კომპოზიციები. გასული წლის ნოემბერში უკვე თავად დავუკავშირდი ლეიბლს, გავუგზავნე ახალი ნამუშევარი, გავაფორმეთ კონტრაქტი და „Leave you”-ც ოფიციალურად გამოვიდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს”,- აღნიშნა პროდიუსერმა.
ბებური ასათიანი მე-8 კლასიდან მუსიკის შექმნით არის დაინტერესებული.
ის წარმატებული დიჯეი და პროდიუსერია ქუთაისში და ახლა უკვე ნიუ-იორკშიც.