ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ხანძრისას დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ხანძრისას დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” თაზო ფაცაციამ განუცხადა, ოთხივე ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დროებით თავშესაფარს მიიღებს.

“აქ აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ოჯახი ცხოვრობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქ მაცხოვრებლებმა საკუთარი ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს”, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, ცოტა ხნის წინ ლომთათიძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართული სრულად დაიწვა.

ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები